Thursday, April 12, 2012

ახალგაზრდების პრობლემები

     ახალგაზრდობა, ეს არის პერიოდი, როცა ადამიანს შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება, დაუშვას შეცდომები და აისრულოს ოცნებები. რაც ყველაზე მთავარია, ახალგაზრდობა არის ის დრო, როცა ადამიანს ეძლევა საშუალება ჩამოყალიბდეს სრულფასოვან პიროვნებად.

     ჩემს პოსტში მე მინდა ყურადღება გავამახვილო ქართულ რეალობაზე და გამოვყო ის საკითხები, რაც ყველაზე მეტად აწუხებთ ქართველ ახალგაზრდებს.  მნიშვნელოვანია ის, რომ მე თავად ვარ ამ თაობის წარმომადგენელი და ჩემთვის ძალიან ადვილია ზუსტად გადმოვცე ის, რაც ამ პოსტში იქნება განხილული, რადგან ეს ყველაფერი  ჩემში და ჩემს გარშემო ხდება.

 


       არავინ არ იბადება იმისთვის, რომ იყოს წამალდამოკიდებული ან სექს-მუშაკი,არც არავის აქვს ამის სურვილი.მსგავსი ქმედება დამოკიდებულია სხვადასხვა გარეომებებზე.ალბათ ყველა ჩვენგანი შეუწუხებია სინანულის გრძნობას ჩადენილი სისულელის გამო,რაც ახალგაზრდობის წლებს დამეთანხმებით თან სდევს.ადვილი შესაძლებელია გახდე ნარკომანი მაშინ როცა ხელმისაწვდომია ნარკოტიკული საშვალებები,აბების,ფხვნილისა თუ მოსაწევის სახით.დასაწყისში ყველაფერი მარტივად და სასიამოვნოდაა,თუმცა დროის სვლასთან ერთად წამლის დოზაც იზრდება და პროპორციულად პრობლემებიც.წარმოუდგენელია მოზარდს თავისი ოჯახისთვის და მითუმეტეს თავისი ცხოვრებისთვის ცუდი უნდოდეს.დამიჯერეთ ამ ადამიანების უმრავლესობას რომ შეეძლოს უარს იტყოდა "კაიფზე" და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებოდა, მაგრამ ეს არც ისე ადვილია, როგორც სჩანს.უფრო კარგი იქნება თუ ასეთ ადამიანებს მხარში ამოვუდგებით და არ გავრიყავთ,მათ დახმარება სჭირდებათ. ყველა ახალგაზრდა უშვებს შეცდომას,ზოგს ეს შეცდომა ძვირად უჯდება და ამის გამო ნუ აქცევთ ზურგს მას.


      ხშირად ხდება ისე, რომ  ახალგაზრდობის დაუფიქრებელ ნაბიჯებს "ხანმოკლე ოჯახის" შექმნაც მოჰყვება. ყველასთვის ცნობილია, რომ თინეიჯერული ოჯახებიდან ერთეულები თუ უძლებენ პრობლემებს და ყალიბდებიან ნამდვილ ოჯახებად, ხოლო ასეულები კი ინგრევა და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ცოლ-ქმარი არ რჩება გულგატეხილი. ამ გარემოებას მსხვერპლად ბავშვიც ეწირება. ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რომ უმეტესობა ქალებისა განათლების გარეშე რჩება და აქედან გამომდინარე, არც ის შეუძლიათ, რომ ლუკმა-პურის ფული იშოვონ. ალბათ ვერცერთი მშობელი გაუძლებს შვილის მშიერ თვალებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ  ისეთი მომავალი შეუქმნას თავის ბავშვს როგორიც თავად არ ჰქონია.დამეთანხმებით,რომ დღეს თავის გატანა არც ისე იაფია და დამლაგებლობით ოცნების კოშკებიც კი არ აიგება არა თუ რეალური მომავალი.ვერ ვიტყვი რომ მეძავების  100% ასეთი ქალები არიან, მაგრამ ასეთები მაინც ბევრია.კარგია ახალგაზრდობა, რადგან  ჩადენილი სისულელეები დროდადრო უფრო სასაცილოდ გვეჩვენება.მაგრამ სანამ რაიმე ნაბიჯს გადავდგამთ მეტი დაფიქრება და წინდახედულობა გვმართებს რამეთუ ამ სისულელემ შეიძლება ჩვენს გარშემო მყოფებიც დააზარალოს.